weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შეიძლება არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა – პაატა დავითაია

13:42 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა დავითაიამ სანქტ-პეტერბურგში ქართველი ბანის, პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით ჩატარებულ კონცერტზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

„მინდა, ცალსახად ხაზი გავუსვა, თუ არ ვცდები, ბატონი ბურჭულაძე არის თეატრის მთავარი რეჟისორი, არ მახსოვს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რა ფორმატში იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად მიუღებელია, შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს.

15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, სადაც პაატა ბურჭულაძემაც იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]